• მისამართი: პეკინის გამზ. 33ა
    თბილისი, საქართველო

  • ტელ: +995 595 120 120
    info@creditservice.ge

სოციალური პასუხისმგებლობა


„კრედიტსერვისი+“, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება.
ასევე იზრდება და ვითარდება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს: სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას კომპანიის თანამშრომლებისთვის, მომხმარებლების უფლებების დაცვას, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში.

ასევე, ჩვენი კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას გვერდში დაუდგეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და თავისი მორალური თუ ფინანსური წვლილი შეიტანოს მათი კეთილდღეობის საქმეში.





ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები“

სს მისო კრედიტსერვისი+მა საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მოიწვია და მათთვის ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები“ ჩაატარა.
სტუდენტებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია ფულის დამცავ ნიშნებთან დაკავშირებით.








მწვანე ყუთი

თანამედროვე სამყაროში გარემო გამუდმებით ბინძურდება. ბოლო წლებში კი ქაღალდზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანები წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონას მოიხმარენ.

სტატისტიკის მიხედვით, 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება 17 მოზრდილ ხეს ზოგავს, ტყის გადარჩენა კი ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების ტოლფასია.

კომპანია „კრედიტსერვისი+“ სრულად გრძნობს სოციალურ პასუხიმგებლობას, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვაა.

ჩვენი კომპანიის ყველა გამოუსადეგარი ქაღალდი „მწვანე ყუთებში“ გროვდება და გარემოს სასიკეთოდ გამოიყენება.

ჩვენ ვცვლით მაკულატურას ჯანსაღ გარემოზე.









წინდა მინდა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
ყოველ წელს, 21 მარტს, კრედიტსერვისი+ უერთდება ამ დღესთან დაკავშირებულ, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ კამპანიას „წინდა მინდა“

ჩვენ გვჯერა, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.







მე ვარ დონორი



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ის თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად გაიღეს.