• მისამართი: პეკინის გამზ. 33ა
    თბილისი, საქართველო

  • ტელ: +995 595 120 120
    info@creditservice.ge

ტერმინები

განმარტება იმ ფინანსური ტერმინებისა, რომლებიც პერიოდულად განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე, დაეხმარება ადამიანებს, უკეთ გაერკვნენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობასა თუ მათ მიერ შეთავაზებულ პროდუქტებში.

 

ავანსი - შესრულებული სამუშაოსთვის ან გაწეული მომსახურებისთვის წინასწარ გადახდილი თანხა.

 

ანგარიშსწორება - გადახდა ნაღდი ან უნაღდო ფორმით.
თანხის მიმღებისთვის გადაცემის პროცესი.

 

აქტივი - ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების, იურიდიული და ფიზიკური პირების ნებისმიერი საკუთრება.

 

გირაო - ფასეული აქტივი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

 

დაკრედიტება - სესხის გაცემა.
თანხის გაცემა კონკრეტული მიზნებისთვის - წინასწარ შეთანხმებული გადახდის გრაფიკით.

 

ემისია - ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება.

 

ვალიდაცია - ნამდვილობის დადასტურება, იურიდიული ძალის აღიარება.

 

ვალუტის კონვერტაცია - ერთი ქვეყნის ვალუტის გადაცვლა სხვა ქვეყნის ვალუტაზე

 

თავდები - ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს სხვას, ანუ აიღოს პასუხისმგებლობა სხვის მოქმედებაზე.
მაგ. მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებლის თავდები იღებს სრულ პასუხისმგებლობას სესხის გადახდაზე.

 

კომერციული კურსი - სავალუტო კონვერტაციების (ყიდვა/გაყიდვის) ის კურსი, რომელსაც დამოუკიდებლად, მისთვის მომგებიანად ადგენს ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს საკონვერტაციო ოპერაციები არსებულ სავალუტო ბაზარზე.

კრედიტი - საქონლის ან ფულის მიცემა სესხად.
გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა.

 

კროსს კურსი - ორი უცხოური ვალუტის, მაგ: ევრო/დოლარის ან ფუნტი/დოლარის პირდაპირი სავალუტო კურსი.

 

ლომბარდი - ფინანსური დაწესებულება, რომელიც გასცემს გირავნობით უზრუნველყოფილ სესხს.

 

მარჟა - მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა.
საქონლის ფასებს, ფასიანი ქაღალდის ფასებს, პროცენტულ განაკვეთებს და სხვა მაჩვენებლებს შორის (ვაჭრობაში, საბირჟო და საბანკო პრაქტიკაში) სხვაობის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი.

 

ნომინალი - ფასი/ღირებულება, როელიც აღნიშნულია ფასიან ქაღალდებზე, ქაღალდის ფულის ნიშნებზე, საქონელზე.

 

რევალვაცია - ვალუტის კურსის აწევის პროცესი

 

რეფინანსირება - მომხმარებლის მიერ, სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა ახლად აღებული სესხით იმავე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან.

 

საბალანსო კურსი - ლარის კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც დაფიქსირებულია ეროვნული ბანკის მიერ, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე არსებული სავალუტო გარიგებების მოცულობისა და კურსების საშუალო შეწონილი დაანგარიშებით, საბალანსო კურსი დგინდება საოპერაციო (საბანკო) დღის ბოლოს და მოქმედებაში შედის მომდევნო სამუშაო დღეს.

 

საკრედიტო ისტორია - მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია იმ პირის შესახებ, ვისაც რაიმე ტიპის სესხით უსარგებლია. ასევე, საკრედიტო ისტორია ასახავს, თუ როგორი გადამხდელია ესა თუ ის მომხმარებელი.

 

ტრანზაქცია - სხვადასხვა საბანკო ოპერაცია, გადახდა, გადარიცხვა, თანხის განაღდება და სხვა.

 

ფინანსები - ყველა მატერიალური რესურსის ერთობლიობა, მოქცეული ცალკეული პირის, ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მმართველობაში.

 

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი - საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული რაიმე ინდექსზე.

 

ფულის ნიშნები - ეროვნული ბანკის მიერ, ბანკნოტებისა და მონეტების სახით გამოშვებული თანხა.

 

ყალბი ფულის ნიშნები - ფულის ნიშნები, რომლებიც არ გამოუშვია ეროვნულ ბანკს. თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები.