სიახლეები 2014 08.11.14


8

ნოემბერი

8 ნოემბერს, ჩვენს კომპანიას 15 წელი შეუსრულდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ავღნიშნეთ თანამშრომლებთან და ჩვენ ერთგულ მომხმარებლებთან ერთად. ბევრი სიურპრიზი და ჯილდო გადაეცათ ჩვენს ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, სერვისცენტრებს და მომხმარებელს.

სერვისცენტრები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში და გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები:



ნომინაციაში "ოქტომბრის თვის წარმატებული სერვისცენტრი" გამარჯვებული სერვისცენტრები - ხაშურის სერვისცენტრი და ქუთაისის სერვისცენტრი.

ნომინაციაში "მომავლის იმედი" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ნომინაციაში "ყველაზე მოწესრიგებული" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ნომინაციაში "ყველაზე სტაბილური სერვისცენტრი" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ნომინაციაში "ყველაზე აქტიური სერვისცენტრი" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ნომინაციაში "12-დან 12" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ნომინაციაში "წლის წარმატებული ათეული" გამარჯვებული სერვისცენტრები.

ღვაწლმოსილმა თანამშრომლებმა ლელა მჭედლიძემ და გივი ხიზანიშვილმა დამსახურებულად დაიმკვიდრეს კრედიტსერვისი + -ის ქალბატონის და ბატონის ტიტული.



ნაზიკო კანდელაკის მიმართვა მისო კრედიტსერვისი + ის თანამშრომლებს



ჩვენი სლოგანი - თანამშრომლობის არსი სიმართლეშია - ზუსტად შეესაბამება ჩვენი მუშაობის პრინციპებს. ჩვენი წარმატების საიდუმლოც სწორედ ესაა.

ჩვენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვსისი+ 2014 წლის 8 ნოემბერს 15 წლის იუბილეს ვზეიმობთ.

15 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია ვითარდებოდა, ფართოვდებოდა და იმკვიდრებდა ადგილს ქართულ ბაზარზე.

დღეს კომპანიის 45 სერვისცენტრი განთავსებულია: თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, გორში, თელავში, ხაშურში, ბორჯომში, საჩხერეში, ახალციხეში, სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ბათუმში.

მთავარი მიღწევა - ჩვენ გვენდობიან. ჩვენთან მოსული მომხმარებელი არასოდეს გახდება სარეკლამო სიცრუის მსხვერპლი, ყოველთვის მიიღებს სწორ და შეუნიღბავ ინფორმაციას, სწრაფ ხარისხიან მომსახურებას ფარული გადასახადების, საკომისიოების და ჯარიმა - საურავების გარეშე.

ჩვენთან მოსული მომხმარებელი ჩვეულებრივი სტანდარტული მომსახურების გარდა განსხვავებულ და განსაკუთრებულ მომსახურებას იღებს:

  • უპრეცედენტო მომსახურება - მომხმარებელს კომფორტულ და განსხვავებულ პირობებს ვთავაზობთ: გირაოს გასატანად წინასწარ თანხის გადახდა არ არის საჭირო, საკმარისია სატელეფონო შეტყობინება, რომ მას ნივთი ადგილზე დახვდეს და შეძლოს მისი გატანა ან პორტირება სხვა ორგანიზაციაში თავისი სურვილის მიხედვით.
  • მომხმარებელს საშუალება აქვს ჩვენთან ჩაბარებული ნივთი ნებისმიერ ჩვენსავე სერვისცენტრში მიიღოს. მაგალითად ჩააბაროს ზუგდიდიში და მიიღოს თელავში.
  • გარდა სარგებლის მიზნით თანხის შემოტანისა, მომხმარებელს შეუძლია მოგვაქირაოს ოქრო და მიიღოს სარგებელი.

ღონისძიებები - ხშირად ვაწყობთ შეხვედრებს მომხმარებლებთან, აქციებს სავაჭრო ცენტრებში, ვასაჩუქრებთ მომხმარებლებს, ვაწყობთ წამახალისებელ გათამაშებებს.

სიურპრიზები და დაუჯერებელი ფაქტები - ყოველწლიურად საახალწლოდ გაჭირვებულ მომხმარებლებს სესხის დაფარვის გარეშე უსასყიდლოდ ვუბრუნებთ თავის გირაოს.

მომხმარებლებს ვუბრუნებთ ვადაგასული სესხის უზრუნველსაყოფი გირაოს რეალიზაციიდან მორჩენილ თანხებს. ხშირად როდესაც მომხმარებლებს ვატყობინებთ ამის შესახებ, არც კი სჯერათ, მანამ სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებიან და გირაოს ან თანხას არ მიიღებენ.

ქველმოქმედება - ვეხმარებით ბავშვთა სახლს და მოხუცთა თავშესაფარს.

თანამშრომლები - მიუხედავად მკაცრი დრესკოდისა, სერვისცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი ნორმალური მუშაობისთვის. თავის მხრივ თითოეული თანამშრომელი დღე და ღამე, სადაც არ უნდა იყოს, ოფისში ზის თუ დადის გარეთ სიცხეში, ქარსა და წვიმაში, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, დაუღალავად, სწრაფად და ხარისხიანად ემსახურება მომხმარებელს.

ძვირფასო თანამშრომლებო!!!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + ის დამფუძნებლების და დირექციის სახელით უდიდეს მადლობას გიხდით, გაწეული დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისთვის, რომელიც ხშირად გმირობის ტოლფასია... და მოგიწოდებთ კვლავ ერთად , ერთგულად, ხელიხელჩაკიდებულებმა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, უფრო ხარისხიანად და კვალიფიციურად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს, რაც მომავალში ჩვენი კიდევ უფრო დიდი წარმატების საწიმდარი იქნება.

ყიდვა გაყიდვა

USD
EURO