სიახლეები 2014 31.12.14


31

დეკემბერი

ძვირფასო თანამშრომლებო!

2014 წელი ჩვენი კომპანიისთვის იყო მრავალმხრივ მნიშვნელოვანი: გავფართოვდით, გავძლიერდით, დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები. ერთად მივაღწიეთ წარმატებებს და გადავლახეთ სიძნელეები. ერთად ვიზეიმეთ 15 წლის იუბილე.

დღეს, საქართველოს 15 ქალაქში ვართ წარმოდგენილი 45 სერვისცენტრის სახით და თითოეული თქვენთაგანი ერთგულად და ღირსეულად უძღვება თავის საქმეს.


გილოცავთ ახალ წელს!


დაე ახალი 2015 წელი კიდევ უფრო დიდი ოჯახური ბედნიერებისა და წარმატებული საქმიანობის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის.

მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად, უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მხნეობით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და უფრო კვალიფიციურად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ჩვენ გვენდობიან და ეს ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. 2015 წელი ჩვენი კომპანიისთვის უნდა იყოს პროფესიული განვითარების და აღმასვლის წელი. ერთმანეთთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩვენი სლოგანი კვლავ ძალაშია:


თანამშრომლობის არსი სიმართლეშია!


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+-ის დირექტორი - გურამ კანდელაკი

ყიდვა გაყიდვა

USD
EURO