Logo
კრედიტსერვისი +მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
EN

სოციალური პასუხისმგებლობა

„კრედიტსერვისი+“, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ასევე იზრდება და ვითარდება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს: სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას კომპანიის თანამშრომლებისთვის, მომხმარებლების უფლებების დაცვას, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში. ასევე, ჩვენი კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას გვერდში დაუდგეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და თავისი მორალური თუ ფინანსური წვლილი შეიტანოს მათი კეთილდღეობის საქმეში.

ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები"

სს მისო კრედიტსერვისი+მა საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მოიწვია და მათთვის ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები“ ჩაატარა. სტუდენტებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია ფულის დამცავ ნიშნებთან დაკავშირებით.

ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები"ტრენინგი „ფულის დამცავი ნიშნები"

მწვანე ყუთი

თანამედროვე სამყაროში გარემო გამუდმებით ბინძურდება. ბოლო წლებში კი ქაღალდზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანები წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონას მოიხმარენ. სტატისტიკის მიხედვით, 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება 17 მოზრდილ ხეს ზოგავს, ტყის გადარჩენა კი ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების ტოლფასია. კომპანია „კრედიტსერვისი+“ სრულად გრძნობს სოციალურ პასუხიმგებლობას, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვაა. ჩვენი კომპანიის ყველა გამოუსადეგარი ქაღალდი „მწვანე ყუთებში“ გროვდება და გარემოს სასიკეთოდ გამოიყენება. ჩვენ ვცვლით მაკულატურას ჯანსაღ გარემოზე.

მწვანე ყუთი

წინდა მინდა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ყოველ წელს, 21 მარტს, კრედიტსერვისი+ უერთდება ამ დღესთან დაკავშირებულ, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ კამპანიას „წინდა მინდა“ ჩვენ გვჯერა, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.

წინდა მინდა

მე ვარ დონორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ის თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად გაიღეს.

მე ვარ დონორიმე ვარ დონორიმე ვარ დონორი

გაიგე მეტი კრედიტსერვისი+ -ის შესახებ

სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ ფინანსურ მომსახურებას 1999 წლიდან ეწევა. კომპანია დინამიურად ვითარდება საქართველოს ბაზარზე, ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვით მუდმივად აუმჯობესებს სერვისის ხარისხს.

სიახლეები

კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტოპარკი

კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტოპარკი

გარემოზე ზრუნვის ფარგლებში კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტომობილების გამოყენებაზე გადადის

კრედიტსერვისი+ 26 წლისაა!

კრედიტსერვისი+ 26 წლისაა!

4 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 წელი ზრდის, ნდობისა და განვითარების გზაზე!

„კრედიტსერვისი+“-ის მოქნილი სესხი

„კრედიტსერვისი+“-ის მოქნილი სესხი

„კრედიტსერვისი+“ მომხმარებლებს სთავაზობს სესხის მოქნილ პირობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ შემოსავალსა და საჭიროებებს ერგება. სესხის დაფარვა შეიძლება ისე დაგეგმო, როგორც შენთვისაა მოსახერხებელი.

„კრედიტსერვისი +“ & Pixel Academy

„კრედიტსერვისი +“ & Pixel Academy

„კრედიტსერვისი +“-მა და Pixel Academy • პიქსელ აკადემიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ბლოქჩეინ ტექნოლოგიის აქტიური შესწავლა და განვითარების პროცესში ინტეგრირება.

კრედიტსერვისი + 21 მარტი- დაუნის სინდრომის მსოფლიო

კრედიტსერვისი + 21 მარტი- დაუნის სინდრომის მსოფლიო

შეიძინე მხარდაჭერისთვის #წინდამინდა

სოციალური პასუხისმგებლობა

სოციალური პასუხისმგებლობა

მწვანე ყუთი