„კრედიტსერვისი+“ მომხმარებლებს სთავაზობს სესხის მოქნილ პირობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ შემოსავალსა და საჭიროებებს ერგება. სესხის დაფარვა შეიძლება ისე დაგეგმო, როგორც შენთვისაა მოსახერხებელი.
კომპანიის შეთავაზებაში უკვე მრავალი წელია არსებობს რამდენიმე ძირითადი გადახდის გრაფიკი. შესაძლებელია სესხის დაფარვა ყოველდღიურად, კვირაში რამდენჯერმე, კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ. ეს არჩევანი საშუალებას აძლევს მსესხებელს, მარტივად მოარგოს სესხი საკუთარ შემოსავლებს.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ყოველდღიური გადახდა, რადგან ბევრისთვის უფრო მოსახერხებელია მცირე თანხის გადახდა ყოველდღიურად, ვიდრე ერთდროულად დიდი თანხის დაფარვა თვეში ერთხელ.
ამასთან, „კრედიტსერვისი+“-მა მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობაც შესთავაზა: კვირაში ერთხელ გადახდის გრაფიკი, სადაც პირველ კვირებში გადახდა შესაძლებელია მცირე თანხით, ხოლო შემდგომი კვირებიდან - ეტაპობრივად გაზრდილი გადასახადით. ეს მოდელი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს სესხის დაფარვა უფრო მარტივი და ეტაპობრივი იყოს.
სესხები ხელმისაწვდომია როგორც ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე, ისე სამომხმარებლო მიზნობრიობით, მათ შორის სახელფასო შემოსავლის საფუძველზეც. „კრედიტსერვისი+“-ის მიზანია, სესხის პირობები იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული თითოეული მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
EN



