„კრედიტსერვისი +“-მა და Pixel Academy • პიქსელ აკადემიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ბლოქჩეინ ტექნოლოგიის აქტიური შესწავლა და განვითარების პროცესში ინტეგრირება.
ინიციატივის მთავარი მიზანია ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ორგანიზაციულ გარემოში. პარტნიორობა ხაზს უსვამს ორივე კომპანიის ერთგულებას ტექნოლოგიური პროგრესისადმი და ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებისკენ მიმართულ ხედვას.
ეს შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს „კრედიტსერვისი + “-ის გრძელვადიან სტრატეგიაში, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, პროცესების ეფექტურობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფაზე.
EN



