კრედიტსერვისი+ 26 წლისაა!
4 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ 26 წლის იუბილეს აღნიშნავს.
26 წელი ზრდის, ნდობისა და განვითარების გზაზე!
“კრედიტსერვისი+”-ის ისტორია იწყება 1999 წელს, როდესაც პირველი ფილიალი თბილისში, სადგურის მოედანი N2-ში გაიხსნა. ეს იყო დიდი საწყისის მცირე ნაწილი, მოვედით დიდი მისიით: გავმხდარიყავით ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის საიმედო პარტნიორი.
დღეს „კრედიტსერვისი+“ წარმოადგენს დინამიკურ, თანამედროვე და სანდო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს: სალომბარდე სესხებს, ფულად გზავნილებს, მცირე ბიზნესისა და სამომხმარებლო სესხებს, მომხმარებელზე მორგებული ყოველდღიური და ყოველკვირეული დაფარვის მოქნილი გრაფიკებით.
ჩვენთვის მთავარ ღირებულებად რჩება მომხმარებელთან გულწრფელი და გამჭვირვალე ურთიერთობა - პრინციპი, რომელიც თავიდანვე ასახავდა კომპანიის ღირებულებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ „თანამშრომლობის არსი სიმართლეშია“ - ეს სლოგანი ასახავს არა მხოლოდ ჩვენს მიდგომას, არამედ ურთიერთობის საფუძველს თითოეულ კლიენტთან, თანამშრომელთან და პარტნიორთან.
EN



