4 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ 27 წლის გახდა.
„კრედიტსერვისი+“-ის ისტორია 1999 წელს იწყება, როდესაც თბილისში, სადგურის მოედანი N2-ში, კომპანიის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ეს იყო მნიშვნელოვანი დასაწყისი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომპანიის განვითარებასა და მომხმარებლებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
დღეს „კრედიტსერვისი+“ საქართველოს მასშტაბით 50 სერვისცენტრით და 350მდე თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: სალომბარდე სესხებს, მცირე ბიზნესისა და სამომხმარებლო სესხებს, ფულად გზავნილებს, ვალუტის გადაცვლას, კომუნალურ და სხვა გადახდებს.
წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, ხელმისაწვდომობა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენარჩუნებაა.
27-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განვვითარდეთ, დავნერგოთ სიახლეები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურება.
ჩვენ გვჯერა, რომ „თანამშრომლობის არსი სიმართლეშია“ - არის პრინციპი, რომელიც ასახავს ურთიერთობის საფუძველს თითოეულ კლიენტთან, თანამშრომელთან და პარტნიორთან.
27 წელია, რაც ნდობის, გამოცდილებისა და განვითარების ისტორია გრძელდება!
EN





