Logo
კრედიტსერვისი +მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
EN
სიახლეები რა ფაქტორები ადგენს ოქროს ფასს
10 ნოემბერი, 2026

რა ფაქტორები ადგენს ოქროს ფასს

ოქროს ღირებულება მუდმივი არ არის. ერთი და იმავე წონისა და სინჯის ნაკეთობის შეფასება შეიძლება სულ რამდენიმე თვის ინტერვალით სრულიად განსხვავდებოდეს. ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე მუდმივად იცვლება, ადგილობრივ ბაზარზე კი დამატებით ვალუტის კურსი, სინჯი და კონკრეტული ნივთის მახასიათებლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ოქროს ღირებულების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი ძვირფასეულობის გაყიდვას ან დაგირავებას გეგმავს. მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ ძვირფასი ნივთის შეფასებისას ითვალისწინებს მის სინჯს, წონასა და იმ დროისთვის მოქმედ შეფასების ტარიფს. ამიტომ რამდენიმე თვის წინ მიღებული შეფასება დღეს შეიძლება უკვე აღარ იყოს აქტუალური.

როგორ დგინდება მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი?

ოქროს საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი საორიენტაციო მაჩვენებელია LBMA Gold Price. მას ლონდონში დღეში ორჯერ ადგენენ და აშშ დოლარში, ერთი ტრუას უნციის საფასურით ასახავენ.

ეს უნდა ვიცოდეთ: ერთი ტრუას უნცია ოქროს ფასი არ უნდა აგვერიოს ერთ გრამ ოქროს ფასში. ერთი ტრუას უნცია საერთაშორისო საზომი ერთეულია, რომელიც კონკრეტულად ძვირფასი ლითონებისთვის (ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი) გამოიყენება და დაახ. 31,1 გრამის ტოლია.

ამიტომ ოქროს საერთაშორისო ფასის გრამზე გადასაყვანისას საერთაშორისო წყაროებში ასახული ღირებულება დაახლოებით 31.1-ზე უნდა გავყოთ. თუმცა, ესეც არაა საკმარისი ინფორმაცია კონკრეტულად ძვირფასეულობის ფასის დასადგენად, რადგან მიღებული შედეგი სუფთა ოქროს საბაზრო ღირებულებაა და არა საიუველირო შენადნობის.

კარატული სისტემით ეს 24 კარატის ოქროს გულისხმობს, ხოლო საქართველოში უფრო გავრცელებული ოქროს სინჯის სისტემით - 999 სინჯის ოქროს. სამკაულები კი უმეტესწილად 585 ან 750 სინჯის ოქროსგან მზადდება, ამიტომ მათი ღირებულება განსხვავებული სისტემით ითვლება.

მაგალითად, 585 სინჯი მიუთითებს, რომ შენადნობის 1 000 ნაწილიდან სუფთა ოქრო 585 ნაწილია, ანუ 58.5%. კარატული სისტემით ეს დაახლოებით 14 კარატია. 750 სინჯში სუფთა ოქროს წილი 75%-ია - დაახლოებით 18 კარატი.

რაზეა დამოკიდებული 1გრ ოქროს ფასი საქართველოში?

რა ღირს ერთი გრამი ოქრო საერთაშორისო, საცალო თუ სალომბარდე შეფასებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. საერთაშორისო ფასიდან გამოთვლილი ერთი გრამი თითქმის სუფთა, 999 სინჯის ოქროს ღირებულებით საიუველირო ოქრო არ ითვლება. 

შემდეგ უნდა განისაზღვროს სამკაულის სინჯი. შემდეგ კი, სამკაულის წონისა და სინჯის - 375, 500, 585 ან 750 - სუფთა ოქროს საბაზრო ფასთან შესაბამისი შეფარდებით ითვლება საბოლოო ფასი.

ხშირად, კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე 1გრ ოქროს ფასი არ ითვლება მხოლოდ მსოფლიო კოტირებით, დიდ როლს თამაშობს ვალუტის კურსიც. პირველ რიგში საერთაშორისო ფასი ადგილობრივ ვალუტაში (საქართველოს შემთხვევაში - ლარში) გადაითვლება. თუ მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი უცვლელია, მაგრამ დოლარი ადგილობრივ ვალუტასთან მყარდება, ოქროს ღირებულება ლარში მალე ამ ცვლილებას ასახავს.

რა არის ბაჯაღლო ოქრო და რა ღირს?

ქართულად ბაჯაღლო ოქრო ოფიციალურად თითქმის სუფთა ოქროს სინონიმია. ტექნიკურად, ტერმინი “ბაჯაღლო ოქრო”, წესით, მხოლოდ 999 სინჯის ოქროსთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ. თუმცა რადგან ტერმინი კანონმდებლობით ოფიციალურად განსაზღვრული არ არის, სასაუბრო ენაში უფრო ფართო გაგებით ხმარობენ.

საქმე იმაშია, რომ იუველირულ ნაკეთობებში სუფთა ოქრო თითქმის არ გვხვდება, რადგან რბილია და ყოველდღიური გამოყენებისას ადვილად შეიძლება დაზიანდეს. ყველაზე ხშირად სამკაულებში 585 და 750 სინჯის, შედარებით იშვიათად კი 900 და 958 სინჯის შენადნობებს იყენებენ. ნაკეთობის სიმტკიცესა და ფერს კი უკვე სხვა მეტალები განსაზღვრავს. ამიტომ როდესაც ბეჭდის ან საყურის აღწერისას ხმარობენ “ბაჯაღლო ოქროს”, როგორც წესი, გულისხმობენ მაღალი სინჯის შენადნობს ისეთ მეტალთან, რომელსაც “კლასიკური ოქროს” მკვეთრი და მბზინავი მუქი ყვითელი ფერი აქვს. ბაჯაღლო ოქროს ფასიც, შესაბამისად, ყველაზე მაღალი საიუველირო - 958 - სინჯის ოქროს ფასია და არა სუფთა ოქროსი.

როგორ განისაზღვრება ერთი გრამი ოქროს შეფასება ლომბარდში?

 

როგორც უკვე ვახსენეთ, ოქროს ლომბარდში ძვირფასეულობა ნივთის სინჯის, წონისა და მოქმედი ტარიფის მიხედვით ფასდება, და არა საერთაშორისო საბაზრო ფასის ან ნაკეთობის სირთულიდან გამომდინარე.

მაგალითისთვის, იუველირები თეთრი ოქროს ნაკეთობებს უფრო ძვირად (საშუალოდ 10%-15%) აფასებენ. მაგრამ, რეალურად მისი საბაზრო ღირებულება სტანდარტული ოქროს იდენტურია. საიუველირო კუთხით თეთრი შენადნობი უფრო ძვირი ღირს, რადგან მეტალების არჩევანი შეზღუდულია და, როგორც წესი, ასეთ შენადნობთან მუშაობა სტანდარტულზე რთულია. მაგრამ თეთრი ოქროს ფასი ლომბარდში ჩვეულებრივად, სინჯებზე დაყრდნობით ითვლება.

კრედიტსერვისი+-ის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბრისთვის ერთი გრამის შეფასება 375 სინჯისთვის 93.45 ლარია, 500 სინჯისთვის 155.75 ლარი, 583 და 585 სინჯებისთვის 194.91 ლარი, 750 სინჯისთვის 250.98 ლარი, 900 სინჯისთვის 299.93 ლარი, ხოლო 958 სინჯისთვის 319.51 ლარი.

ეს ტარიფები ცვალებადია, რადგან საბაზრო ფასთან მიმართებით ითვლება. ამიტომ, სანამ ნივთს შესაფასებლად წაიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ გრამი ოქროს ფასი დღეს, რათა მიახლოებით მაინც იცოდეთ რეალისტურად რა თანხას შეიძლება მოელოდეთ. 

რატომ იზრდება ან იკლებს ოქროს ფასი?

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აშშ დოლარის კურსია. რადგან ოქროს საერთაშორისო ფასი ძირითადად დოლარში აისახება, დოლარის დასუსტება ხშირად ზრდის ისეთი ინვესტორების ინტერესს, რომელთა ქონება ძირითადად სხვა ვალუტაშია. ძლიერი დოლარის პერიოდში კი, პირიქით, ოქროზე მოთხოვნა იკლებს.

ფასზე გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთებიც. ოქრო საპროცენტო შემოსავალს არ იძლევა. თუ შედარებით დაბალი რისკის მქონე აქტივებიდან შემოსავალი იზრდება, ინვესტორების ნაწილი თანხას, როგორც წესი, მათკენ მიმართავს. დაბალი რეალური განაკვეთების პერიოდში კი ოქროს მიმართ ინტერესი ხშირად იმატებს.

საბაზრო მოთხოვნა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. იგულისხმება როგორც საიუველირო სექტორი, ისე საინვესტიციო მოთხოვნა და ცენტრალური ბანკების შესყიდვები. მაგალითად, 2024 წელს ცენტრალური ბანკებისა და სხვა ოფიციალური ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა დაახლოებით 1,045 ტონა ოქრო იყო. თუ საინვესტიციო მოთხოვნის პარალელურად გაიზარდა ძვირფასი სამკაულის გაყიდვებიც, ეს ბაზარზე დამატებით ზეწოლას ქმნის. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ინფლაცია. მაღალი ინფლაცია ყოველთვის ოქროს გაძვირებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია გარემო, რომელმაც გამოიწვია ინფლაცია. ოქროს ფასს აუცილებლად ექნება რეაქცია კომპლექსურ კონტექსტში, დოლარის კურსის, საპროცენტო გარემოს, ეკონომიკური მოლოდინებისა და გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით.

როგორ იცვლებოდა ოქროს ფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში?

LBMA-ის მონაცემები საკმაოდ კარგად აჩვენებს ოქროს ფასის ცვალებადობას. 

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ოქროს წლიური საშუალო ფასი დაახლოებით 1,251 დოლარი იყო ერთ ტრუას უნციაზე. 2019 წელს მაჩვენებელმა დაახლოებით 1,393 დოლარს მიაღწია, 2020 წელს კი 1,770 დოლართან ავიდა.

2023 წლიდან უფრო სწრაფი ზრდა ფიქსირდება. თუ 2023 წლის საშუალო ფასი 1,940.54 დოლარი იყო, 2024 წელს ის 2,386.20 დოლარი გახდა, ხოლო 2025 წელს კი – 3,431.54 დოლარი. 

ისტორიული რეკორდი 2026 წლის იანვრის ბოლოს დაფიქსირდა, როცა ოქროს ფასმა 5,405 დოლარს მიაღწია. ოქროს ფასი დღეს მცირედით შემცირებულია, თუმცა მაინც აჭარბებს 2025 წლის მაჩვენებელს — 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ერთი ტრუას უნცია ოქროს ფასი 4,506.29 დოლარია.

 

სიახლეები

რა ფაქტორები ადგენს ოქროს ფასს
10 ნოემბერი, 2026

რა ფაქტორები ადგენს ოქროს ფასს

გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ოქროს ფასზე სინჯი, წონა და ვალუტის კურსი და როგორ ფასდება ძვირფასეულობა ლომბარდში.

კრედიტსერვისი+ 27 წლისაა!
4 ნოემბერი, 2026

კრედიტსერვისი+ 27 წლისაა!

4 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ 27 წლის გახდა.

„კრედიტსერვისი+“-ში სამენეჯერო ტრენინგი ჩატარდა
26 ოქტომბერი, 2026

„კრედიტსერვისი+“-ში სამენეჯერო ტრენინგი ჩატარდა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ში სერვისცენტრის მენეჯერებისთვის სამდღიანი სამენეჯერო ტრენინგი ჩატარდა. პროგრამა ლიდერული უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებასა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენას დაეთმო.

კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტოპარკი
6 მარტი, 2026

კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტოპარკი

გარემოზე ზრუნვის ფარგლებში კრედიტსერვისი+ ელექტრო ავტომობილების გამოყენებაზე გადადის

კრედიტსერვისი+ 26 წლისაა!
4 ნოემბერი, 2025

კრედიტსერვისი+ 26 წლისაა!

4 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 წელი ზრდის, ნდობისა და განვითარების გზაზე!

„კრედიტსერვისი+“-ის მოქნილი სესხი
19 სექტემბერი, 2025

„კრედიტსერვისი+“-ის მოქნილი სესხი

„კრედიტსერვისი+“ მომხმარებლებს სთავაზობს სესხის მოქნილ პირობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ შემოსავალსა და საჭიროებებს ერგება. სესხის დაფარვა შეიძლება ისე დაგეგმო, როგორც შენთვისაა მოსახერხებელი.

„კრედიტსერვისი +“ & Pixel Academy
18 სექტემბერი, 2025

„კრედიტსერვისი +“ & Pixel Academy

„კრედიტსერვისი +“-მა და Pixel Academy • პიქსელ აკადემიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ბლოქჩეინ ტექნოლოგიის აქტიური შესწავლა და განვითარების პროცესში ინტეგრირება.

კრედიტსერვისი + 21 მარტი- დაუნის სინდრომის მსოფლიო
4 ოქტომბერი, 2022

კრედიტსერვისი + 21 მარტი- დაუნის სინდრომის მსოფლიო

შეიძინე მხარდაჭერისთვის #წინდამინდა

სოციალური პასუხისმგებლობა
4 ოქტომბერი, 2022

სოციალური პასუხისმგებლობა

მწვანე ყუთი