მცირე ბიზნესს ხშირად სჭირდება დამატებითი თანხების მოზიდვა. ზოგჯერ საქონლის მარაგია შესავსები, ზოგჯერ ტექნიკაა გასაახლებელი ან სამუშაო სივრცე გასაფართოებელი ან დროებით წარმოქმნილი ფინანსური დეფიციტია შესავსები.
მცირე ბიზნეს სესხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა დამატებითი რესურსების მოსაზიდად მცირე ბიზნესის მიმდინარე გეგმების შესასრულებლად. დღეს ბანკისგან თუ სხვა ინსტიტუტებისგან მიღებული დაფინანსება მილიონობით ბიზნესის წარმატებაში თამაშობს როლს. თუმცა იმისთვის, რომ სესხმა ბიზნესის სასარგებლოდ იმუშაოს, მფლობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე საკითხი.
მთავარი თანხის მიღება არ არის. მნიშვნელოვანია, ბიზნესის მფლობელმა სწორად გათვალოს, რა რაოდენობის თანხა სჭირდება და რა დროით, რათა ზედმეტად არ დაიტვირთოს ვალდებულებებით და ბიუჯეტი სწორად დაგეგმოს.
სანამ აიღებთ სესხს მცირე ბიზნესისთვის, უნდა განსაზღვროთ თანხა და მისი დანიშნულება
პირველი ნაბიჯი საჭირო თანხის სწორად დათვლაა. ვთქვათ, ახალი დანადგარის შეძენა 15 000 ლარი ღირს. ბიზნესის მფლობელმა მხოლოდ ფასით არ უნდა იხელმძღვანელოს. ხარჯში დამატებით უნდა გაითვალისწინოს ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, ზოგჯერ კი თანამშრომლების გადამზადების ან პირველი თვის საოპერაციო ხარჯების დაფარვაც.
კონკრეტულად ამ შემთხვევაში, საჭიროა მფლობელმა კონკრეტული ბიზნესის ბრუნვიდან გამომდინარე იპოვოს თანხის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალი დანადგარი ექსპლუატაციაში მაქსიმალურად სწრაფად ჩაუშვას. ამასთან, თანხა არ უნდა იყოს ისეთი, რომ ბიზნესის ბრუნვიდან გასტუმრება გაჭირდეს.
შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, რა ტიპის დაფინანსებას სთავაზობს მომხმარებელს კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რა მოთხოვნებია მსესხებლის მიმართ, რა ვადებზეა შესაძლებელი პოტენციური ვალდებულების გადანაწილება და რა პირობებით.
საერთო თანხასთან ერთად მფლობელი უნდა დაფიქრდეს ბიზნესის პოტენციალზეც. თუ სესხით მარაგს ყიდულობს, დაახლოებით რამდენ ხანში შეძლებს რეალიზაციას? თუ ტექნიკაში დებს ფულს, რამდენად გაზრდის წარმადობას ან რამდენ დამატებით შეკვეთას მოიტანს?
ყველა მსგავსი კითხვა თქვენი ბიზნესის სპეციფიკას უნდა მოარგოთ. ასეთი გათვლის გარეშე შეუძლებელია სწორად განსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია სესხის დაფარვა ბიზნესის არსებული და მოსალოდნელი შემოსავლებით.
ბიზნესის დაფინანსება ფულადი ნაკადების შეფასებით დაიწყეთ
ბიზნესის შემოსავალი იშვიათადაა ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად თანაბარი. თუ სეზონურ საქმიანობაზე ვსაუბრობთ, სამი თვე შესაძლოა ძალიან მაღალი ბრუნვა გვქონდეს, მომდევნო სამი კი გაცილებით ნაკლები. იმისთვის, რომ სესხის შენატანი ბიზნესის ბიუჯეტს ზედმეტად არ დააწვეს, სწორედ საშუალო და შედარებით დაბალი ბრუნვის პერიოდს უნდა მოარგოთ. ასე ვადაგადაცილების რისკებს მაქსიმალურად შეამცირებთ.
პირველ რიგში ჩამოწერეთ მოსალოდნელი შემოსავალი ყოველ კვირაზე და გამოაკელით ქირა, გადასახადები, ხელფასები და სხვა რეგულარული ხარჯები. დარჩენილი თანხა გაჩვენებთ, რა რესურსია სესხის დასაფარად თავისუფალი. იმისთვის, რომ მიმდინარე საქმიანობას ხელი არ შეეშალოს, ჯობს გათვლა ყველაზე დაბალი შემოსავლის პერიოდების შესაბამისი იყოს.
„კრედიტსერვისი+“-ის მცირე ბიზნეს სესხის ფარგლებში ხელმისაწვდომია 300-დან 100 000 ლარამდე თანხა. სესხი 1-დან 48 თვემდე პერიოდით გაიცემა. თუ თქვენი ბიზნესის ბრუნვა კვირის ან თვის ჭრილში ცვალებადია, ეცადეთ, ისეთი გადახდის ისეთი ვადა აირჩიოთ, რომელიც შემოსავლის პერიოდულობის მიუხედავად სესხის შენატანის მარტივად დაფარვის საშუალებას მოგცემთ.
რა უნდა იცოდეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის პირობებზე?
საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ნომინალური პროცენტის ცოდნა სრული სურათის მისაღებად არასაკმარისია. სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა გაერკვეთ ისეთ ფინანსურ ტერმინებში, როგორც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, საკომისიო, სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ვადაგადაცილება და ა.შ. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სესხის ხელშეკრულებაში.
ცალკე შეამოწმეთ, რამდენის გადახდა იქნება საჭირო სრულად ხელშეკრულების დასრულებამდე, ვადებიდან გამომდინარე. ასე უკეთ შეადარებთ სესხის მოცულობას თქვენს რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებს და წინასწარ დაინახავთ, რამდენად კომფორტულად ჩაჯდება სესხის შენატანი ბიზნესის ბიუჯეტში. ზოგჯერ სესხის ვადის 6-12 თვით გაზრდა საშუალებას გაძლევთ მიმდინარე ვალდებულება უფრო კომფორტულად დაფაროთ, ზოგჯერ კი შესაძლოა, პირიქით, ვადის შემცირება სჯობდეს პროცენტის თანხის შესამცირებლად. ოპტიმალური ბალანსი ყველა ბიზნესისთვის ინდივიდუალურია.
თუ ბიზნესის ბრუნვა ნაწილობრივ მაინც უცხოურ ვალუტაშია, ვალუტის კურსიც გასათვალისწინებელია. კურსის ცვლილების გამო იმპორტირებულ საქონელზე, ნედლეულზე ან ტექნიკაზე ხარჯი ლარში შეიძლება გაიზარდოს მაშინაც, როცა უცხოურ ვალუტაში ფასი უცვლელია. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იდოს მცირე ფინანსური რეზერვი მსგავსი პოტენციური რისკების შესამცირებლად.
ხელშეკრულების გაფორმებამდე ყველა პირობას კარგად გაეცანით. თუ რომელიმე ჩანაწერი გაუგებარია, წინასწარ გადაამოწმეთ გამსესხებელი ორგანიზაციის წარმომადგენელთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვევით იყოს გაწერილი გადახდის თარიღები, საკომისიოები და პირობები, რომლებიც სესხის ვადამდე დაფარვას ან დაგვიანებულ შენატანს ეხება.
როგორ ავიღოთ მცირე ბიზნეს სესხი ონლაინ?
დღეს მცირე ბიზნესს სესხის აღება ხშირად სრულად დისტანციურადაც შესაძლებელია. თუმცა პროცედურა ყველა ორგანიზაციისთვის ინდივიდუალურია. ყოველთვის გადაამოწმეთ, თქვენი არჩეული დაწესებულება თუ იძლევა საშუალებას მცირე ბიზნეს სესხი ონლაინ აიღოთ და ხომ არ არის დამატებითი პროცედურებისთვის ფილიალში ვიზიტი საჭირო.
„კრედიტსერვისი+“-ის მცირე ბიზნეს სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა 21-დან 65 წლამდე აქტიურ მეწარმეს, რომელსაც აქტიური ბიზნესიდან ბრუნვა უფიქსირდება. მოთხოვნილი საბუთების სია საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა სტანდარტულად საჭიროა პირადობის მოწმობა და ბიზნესის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად, საბანკო ამონაწერი ან შემოსავლების სამსახურის დეკლარაცია.
განაცხადის შევსებამდე კიდევ ერთხელ გადახედეთ ძირითად საკითხებს და დარწმუნდით, რომ სესხის პირობები მაქსიმალურადაა მორგებული თქვენს ბიზნესს. ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ გადაანაწილებთ სესხის თანხას, დატოვოთ მცირე რეზერვი ბიუჯეტში, ოპტიმალურ ვადაზე გადაანაწილოთ სესხი და შენატანის გრაფიკი ისე შეადგინოთ, რომ თქვენი ბიზნესის ბრუნვასთან მაქსიმალურად თანხვედრაში იყოს.
EN








